• ARCHIVED

არქივი

პუბლიკაციის თარიღი: 2015-06-12

არქივი


საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის ბატონ ომაჰონს შორის შეხვედრის დროს 1999 წლის თებერვალში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 2000 წლის სექტემბრის თვეში შეთანხმების შესაბამისად, თბილისში ჩამოვიდნენ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პროგრამების დირექტორი ქ-ნ. კლაუდია ბლექი და ჰემოფილიის ევროპის კონსორციუმის თავმჯდომარე ბ-ნ. გორდონ კლარკი. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის სამწლიანი პროგრამის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. ზემოთ აღნიშნული ვიზიტის დროს შედგა შეხვედრა მინისტრიეს პირველ მოადგილესთან ბატონ ამირან გამყრელიძესთან. მათ განიხილეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციას შორის თანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდნენ შემდეგზე:
 

მუხლი 1


მხარეები ადასტურებენ, საქართველოში მცხოვრებ ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის საქმეში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას, გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს და პირდაპირი კავშირების დამყარების აუცილებლობას.
 

მუხლი 2


მხარეებმა დაადასტურეს, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივი საქმიანობის აუცილებლობა. გამოთქვეს მზადყოფნა, აწარმოონ ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის დონისა და მედიკამენტებითუზრუნველყოფის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები.
 

მუხლი 3


მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს ამ მემორანდუმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების გეგმას, ხელს შეუწყობენ მივლინებულ სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში.
ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა:
უზრუნველყოს ჰემოფილიით დაავადებულები სამკურნალო მედიკამენტებით “სპეციფიურ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის” სახელმწიფო სოციალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში;
განავითაროს და შეინარჩუნოს აღნიშნული პროგრამა მოთხოვნათა ადექვატურ დონეზე, სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით;
პროგრამის ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, დააფინანსოს პაციენტთა სტაციონარული მკურნალობა;
აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციას საქართველოში ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებაში;

 

მუხლი 4


ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:
მონაწილეობა მიიღოს თბილისში ჰემოფილიის მკურნალობის კომპლექსური ცენტრის ჩამოყალიბებაში და უზრუნველყოს მისი მეთაურისა და პერსონალის ადგილზე თრეინინგი;
უზრუნველყოს ჰემოფილიის მკურნალობის კომპლექსური ცენტრი დიაგნოსტიკისათვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობითა და რეაქტივებით;
უზრუნველყოს ქართველ სპეციალისტთა საზღვარგარეთ თრეინინგის დაფინანსება;
პაციენტთა რეგისტრის გაუმჯობესების მიზნით აღჭურვოს ჰემოფილიის კომპლექსური ცენტრი კომპიუტერული ტექნიკით;
მკურნალობის კომპლექსური ცენტრისთვის ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების მოწოდება;
ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის გამოცემათა ქართულ ენაზე თარგმნა და მათი დისტრიბუცია ავადმყოფებისათვის. შორეულ რეგიონებში პაციენტთა აღრიცხვის მიზნით, “რეგიონალური მოკვლევის” პროგრამა:

 

მუხლი 5


მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცისთან ერთობლივად განახორციელონ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და საქართველოს ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამები და მონიტორინგი.